პროფორიენტაცია და კარიერული მხარდაჭერა
· კოლეჯში ფუნქციონირებს კარიერული მხარდაჭერის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული ორიენტაციისა და სხვა საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელებას დასაქმებასთან და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ეხმარება სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის, საგანმნათლებლო პროგრამების, ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.
· კარიერული მხარდაჭერისა და პროფორიენტაციის ღონისძიებების განხორციელებას და მართვას უზრუნველყოფს პროფორიენტაციისა და პრაქტიკის მენეჯერი.
· პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ პირს კოლეჯი აწვდის ამომწურავ ინფორმაციას პროგრამის ხანგრძლივობის, მოცულობის, სასწავლო დატვირთვის შესახებ. ასევე არჩეული პროფესიის სპციფიკისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ.
· სტუდენტების კარიერული მხარდაჭერის მიზნით კოლეჯი თანამშრომლობს დამსაქმებლებთან.
· სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით კოლეჯის ვებგვერდზე ატვირთულია და მუდმივად განახლდება დამსაქმებელთა ბაზა.
· კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით კოლეჯის ვებგვერდზე და ფეისბუქის გვერდზე მუდმივად ქვეყნდება ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ
· კოლეჯის ხელშეწყობით სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობას იღებენ დასაქმების ფორუმებსა და სხვა ღონისძიებებში.
· დასაქმების ხელშეწყობის მიზნით კოლეჯი სთავაზობს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსებს. სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით - ქართული ენის შემსწავლელ კურსს;
· პროფორიენტაციისა და პრაქტიკის მენეჯერი ეხმარება სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს დაამყარონ კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებელთან.
· პროფორიენტაციისა და პრაქტიკის მენეჯერი ეხმარება სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მოიძიონ ვაკანსიები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
· პროფორიენტაციისა და პრაქტიკის მენეჯერი ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს პროგრამის მიხედვით სტუდენტებსა და მსმენელებთან კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
· შეხვედრები იმართება სამუშაო გეგმით დაგეგმილ ვადებში.
· პროფორიენტაციისა და პრაქტიკის მენეჯერი ნიშნავს სტუდენტებისათვის რეგულარულ საკონსულტაიო დღეებს (კვირაში ორჯერ), რის შესახებაც ინფორმაცია გაწერილია (დღეების მითითებით) სტუდენტის გზამკვლევში.
· დამატებით საკონსულტაციო დღეს რეგისტრაციისათვის სტუდენტი მიმართვს ელექტრონული ფოსტით პროფორიენტაციისა და პრაქტიკის მენეჯერს.
საკონსულტაციო მომსახურება
· სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მიზნით კოლეჯი უზრუნველყოფს სტუდენტების კონსულტირებას და ინფორმირებას არსებული მომსახურების და დახმარების შესახებ.
სწავლის დაწყებისთანავე სტუდენტს გადაეცემა გზამკვლევი, რომელშიც გაწერილია შემდეგი ინფორმაცია.
· შიდა და გარე მობილობის შესაძლებლობის შესახებ.
· ადრე მიღებული ფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობის შესახებ.
· ადრე მიღებული არაფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობის შესახებ
· პროფორიენტაციის კონსულტაცის შესახებ
· აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული დამატებითი კონსულტირების შესაძლებლობის შესახებ.
· კოლეჯის ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების შესაძლებლობის შესახებ.
· კოლეჯის ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესების დაცვისა და ვალდებულების შესახებ
· პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ.
· ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლებისა და წესების შესახებ.
· სწავლის მიზნებისათვის კოლეჯის მატერიალურტექნიკური რესურსის გამოყენების შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა.
· კარიერული საკითხების კონსულტაციისა და დასქმების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ.
· სწავლის შედეგების შეფასების გასაჩივრების შესაძლებლობისა და წესის შესახბ
· სასწავლო გეგმის გარდა სტუდენტური აქტივობში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ
· დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
· კოლეჯის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების შესახებ
· სტუდენტის უფლებების და ვალდებულებების შესახებ
· საკონტაქტო და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოდულის დაწყბისთანავე მასწავლებელი გადასცემს სტუდენტს შემდეგ ინფორმაციას:
· მოდულის ფარგლებში მისაღწევი სწავლის შედეგები,სწავლის შედეგების შეფასების წესი
· განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმა
· სწვლის შედეგების შეფასების მიმართულება (გმოკითხვა, დაკვირვება, მტკიცებულების წარდგენა)
· სწავლის შედეგების დადასტურების ინსტრუმენტი (ტესტი, პრაქტიკული დავალება, სიმულაცია, ზეპირი შეკითხვები, ინტერვიუ, პროექტის მომზადება და სხვა)
· შეფასების პროცესში მინიმალური კომპეტენიის ზღვარი
· სტუდენტის მიერ შექმნილი მტკიცებულების განკარგვის წესი
· გეგმიური და განმეორებითი შეფასების შესაძლებლობა წინაპირობიანი და წინაპირობის გარეშე მოდულის შემთხვევაში.
დაინტერესებულ სტუდენტს არჩეული პროფესიული პროგრამის და ამ პროგრამის განხორციელების სპეციფიკის შესახებ დამატებით კონსულტაციას უწევს პროგრამის ხელმძღვანელი, კონსულტაციის დროს სტუდენტებს ეძლევათ სიტყვიერი დეტალური განმარტება ყველა იმ საკითხზე, რაც გაწერილია გზამკვლევში:
· პროგრამის ხანგრძლივობისა და მოცულობის შესახებ
· სწავლების ინტენსივობის (კვირეული დატვირთვა) და ფომების (პირისპირ/ელექტრონული) შესახებ;
· სწავლის შეფასების მოქმედი რეგულაციების შესახებ (გეგმიური და განმეორებითი შეფასების შესაძლებლობა წინაპირობიანი და წინაპირობის გარეშე მოდულის შემთხვევაში)
· სწავლის შედეგების შეფასების გასაჩივრების შესაძლებლობისა და წესის შესახებ
· შიდა და გარე მობილობის შესაძლებლობის შესახებ;
· სტატუსის შეჩერების, აღდგენის და შეწყვეტის შესაძლებლობის და რეგულაციის შესახებ.
· ადრე მიღებული ფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობის შესახებ;
· ადრე მიღებული არაფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობის შესახებ;
· აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული დამატებითი კონსულტირების შესაძლებლობის შესახებ;
· კოლეჯთან ელექტრონული ფოსტით და სოციალური ქსელით კომუნიკაციის არხების შესახებ;
· კოლეჯის ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების შესაძლებლობის შესახებ;
· კოლეჯის ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესების დაცვისა და ვალდებულების შესახებ;
· პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ;
· ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლებისა და წესების შესახებ; ·
· სწავლის მიზნებისათვის კოლეჯის მატერიალურტექნიკური რესურსის გამოყენების შესაძლებლობისა და პასუხისმგებლობის შესახებ;
· კარიერული საკითხების კონსულტაციისა და დასქმების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ;
· სასწავლო გეგმის გარდა სტუდენტური აქტივობში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ;
· დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ;
· სტუდენტის უფლებების და ვალდებულებების შესახებ;
დაგეგმილი შეხვედრები ტარდება სასწავლო პროცესის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, დამატებით საკონსულტაციო შეხვედრები სტუდენტისათვის ტარდება დამდგარი საჭიროების შემთხვევაში.
მხარდაჭერის ღონისძიებები
სტუდენტის აკადემიური მოსწრების ხელშეწყობის მიზნით აკადემიური დირექტორი
უფლებამოსილია მოდულის დასრულებამდე დანიშნოს დამატებითი მეცადინეობები
სასწავლო კალენდარში ცვლილების გარეშე;
· დამატებითი მეცადინეობების დანიშვნის დროს შესაძლებელია საგამოცდო თარიღის
გადატანა არაუმეტეს სამი კვირისა პროგრამის წინაპირობების დაცვით;დამატებითი მეცადინეობების რაოდენობა სასწავლო კალენდრის ცვლილების გარეშე არ
· უნდა აღემატებოდეს მოდულის საკონტაქტო საათების 10%;
· დამდგარი საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მეცადინეობის მოთხოვნით აკადემიურ დირექტორს განცხადებით მიმართავს სტუდენტი/ები ან პროგრამის ხელმძღვანელი;
· მობილობის, სტატუსის აღდგენის, საპატიო მიზეზით გაცდენების ან სხვა ობიექტური მიზეზის დროს, სტუდენტის აკადემიური მოსწრების ხელშეწყობის მიზნით აკადემიური დირექტორი უფლებამოსილია დანიშნოს დამატებითი კონსულტაციები კონკრეტული სტუდენტის ან სტუდენტთა ჯგუფისათვის;
· დამატებითი კონსულტაციები არ აისახება სასწავლო კალენდარში და არ მოითხოვს ინდივიდუალური გეგმის გაწერას;
· დამდგარი საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი კონსულტაციის მოთხოვნით აკადემიურ დირექტორს განცხადებით მიმართავს სტუდენტი/ები;
· დამატებითი კონსულტაციები არ უნდა აღემატებოდეს მოდულის საკონტაქტო საათების 10%;
· კოლეჯი უზრუნველყოფს სტუდენტის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას (ცნობის გაცემა, პირადი დოკუმენტაციის გაცემა, განცხადების მიღება და რეაგირება...) რაც რეგულირდება შპს მარნეულის კოლეჯის საქმისწარმოების წესით;
კოლეჯი უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებას:
· სტუდენტის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ კოლეჯის ადმინისტრაციათან პირადი შეხვედრისას და სტუდენტური გზამკვლევის მეშვეობით;
· კოლეჯის ადმინისტრაციასთან საკომუნიკაციო ინფორმაციის შესახებ ადმინისტრაციათან პირადი შეხვედრისას და სტუდენტური გზამკვლევის მეშვეობით;
· კოლეჯის ბიბლიოთეკით, ინფორმაციული ტექნიკით და სხვა რესურსებით სარგებლობის და პასუხისმგებლობის შესახებ ადმინისტრაციათან პირადი შეხვედრისას და სტუდენტური გზამკვლევის მეშვეობით;
· კოლეჯის მიერ შეთავაზებული დამატებითი სერვისების (კარიეული მხარდაჭერა, დამატებითი კონსულტაციები და სხვა) ადმინისტრაციათან პირადი შეხვედრისას და სტუდენტური გზამკვლევის მეშვეობით;
· სამეცადინეო ცხრილისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით კოლეჯის ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური ქსელის მეშვეობით;
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებას:
· კოლეჯში დაგეგმილი სხვადასხვა სახის ღონისძიებების, მნიშვნელოვანი სიახლეების
· შესახებ;
საქმისმწარმოებელი/ადამიანური რესურსის მმართველი უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებას:
· სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
· სტუდენტის სტატუსთან და სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
· საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ ელექტრონული ფოსტის ან პირადი შეხვედრის მეშვეობით;
სასწავლო პროცესის მენეჯერი უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებას:
· სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის გარემოების დადგომისას (გარდა სტუდენტის პირადი განცხადების საფუძვლისა), ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სტატუსის შეჩერება/შეწვეტამდე 2 დღით ადრე;
· შუალედური შეფასების, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდის ვადების და პირობების შესახებ ელექტრონული ფოსტის და სოციალური ქსელის მეშვეობით;
დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამები
· სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით კოლეჯი ახორციელებს ისეთ სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს მათ კონკურენტუნარიანობის გაზრდას;
· პროგრამები იქმნება სხვადასხვა დარგის საკვანძო კომპეტენციებზე დაყრდნობით და ხელს უწყობს სამეწარმეო უნარების განვითარებას, ასევე მორგებულია ძირითად სასწავლო გეგმაზე;
· კოლეჯის სტუდენტს ან დაინტერესებულ პირს უფლება აქვს დაესწროს მსმენელის სტატუსით სასერტიფიკატო ან პროფესიულ პროგრამას;
· კოლეჯში ხორციელდება ასევე ქართული ენის და რუსული ენის შემსწავლელი კურსები;
· სასერტიფიკატო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს დირექტორს;
· წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი ჩაირიცხება ამ პროგრამაზე და მას
· მიენიჭება მსმენელის სტატუსი;
· კოლეჯი ხელს უწყობს სხვადასხვა ორგანიზაციებს განახორციელონ მსგავსი ტიპის პროგრამები კოლეჯის სტუდენტებისათვის;
· პროგრამებში ჩართვა ნებაყოფილობითია სტუდენტებისათვის;
· პროგრამები ხორციელდება კოლეჯის სტუდენტებისათვის დამატებითი ანაზღაურების გარეშე;
· პროგრამები შესაძლოა განხორციელდეს დამატებითი ანაზღაურებით;
· სასერტიფიკატო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების ათვისების, ანუ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელს დირექტორის ბრძანების საფუძველზე გადაეცემა ამ ცოდნის დამადასტურებელი შიდა სერტიფიკატი;
· სასერტიფიკატო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების აუთვისებლობის
· შემთხვევაში მსმენელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე ამოირიცხება ჯგუფის სიიდან;
· ამორიცხვის შემთხვევაში მსმენელს შეუძლია მოიპოვოს მსმენელის სტატუსი თავიდან, ამ შემთხვევაში მას არ უბრუნდება ამორიცხვამდე გადახდილი სწავლის გადასახადი.
სტუდენტური აქტივობების განხორციელება
· კოლეჯი ხელს უწყობს სტუდენტებს სასწავლო გეგმის გარეშე აქტივობების განხორციელებაში;
· კოლეჯი უზრუნველყოფს დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისებასა და
· პროფესიული სტუდენტების ინიციატივების მხარდაჭერას;
· კოლეჯის ტერიტორიაზე გამოყოფილია სივრცე სტუდენტების შემოქმედებითი შემეცნებითი აქტივობებისათვის;
· საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ორგანიზებით და ხელშეწყობით
· ყოველწლიურად სავალდებულოა და გაწერილია ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში ისეთი ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა: ექსკურსია, საახლწლო ღონისძიება, სტუდენტური თვითშემოქმედების კონცერტი, საინფორმაციო ლექციები და შეხვედრები და სხვა;
· კოლეჯი იღებს ვალდებულებას დააფინანსოს სტუდენტური აქტივობები სამოქმედო გეგმით დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში;
· კოლეჯი იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს სტუდენტური თვითმმართველობის ჩამოყალიბებას/ფუნქციონირებას;