მარნეულის კოლეჯი მუდმივად ზრუნავს თანამშრომელის განვითარებაზე.
19-20 ოქტომბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA -მ უმასპინძლა.
ტრენინგების ციკლი ასოციაციის წევრი კოლეჯების შესაძლებლობების გაძლიერების და მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ტარდება და მასში მონაწილეობა მარნეულის კოლეჯის ხარისხის სამსახურმაც მიიღო.
პირველი ტრენინგის თემატიკა, რომელიც 19 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბერს დასრულდება, ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებს და ავტორიზაციის პირველ სტანდარტს მოიცავს და მას კახაბერ ერაძე უძღვება.
პირველ ჯგუფში 17 კოლეჯის 34 წარმომადგენელი მონაწილეობს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ტრენინგების ციკლი გაგრძელდება და ის ეტაპობრივად, კოლეჯის საქმიანობის ყველა ასპექტს დაფარავს.
ტრენინგებს, თემატიკის შესაბამისად, სფეროს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები გაუძღვებიან.
ტრენინგების ციკლი საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ არის სუბსიდირებული და ის მხოლოდ ასოციაციის წევრი კოლეჯების პერსონალისთვის არის ხელმისაწვდომი.
მეტი ფოტო:
ლინკი