home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

გასვლითი შეხვედრა თელავში

მარნეულის კოლეჯის თანამშრომლების გასვლითი სამუშაო შეხვედრა თელავში
2025 წლის 7–8 ნოემბერს მარნეულის კოლეჯის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს გასვლით სამუშაო შეხვედრაში, რომელიც გაიმართა "თელავში", სასტუმრო “Zuzumbo Resort & Spa”-ში.
შეხვედრის თემად განისაზღვრა:
„სწავლებისა და შეფასების მეთოდები – საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
ორღო დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს თანამედროვე პედაგოგიური მიდგომები, გააზიარეს გამოცდილება და იმუშავეს სწავლებისა და შეფასების პროცესის გაუმჯობესების გზებზე.
შეხვედრის შემდგომ, თელავში მიმდინარე თელავობის ღონისძიებების ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები და მოინახულეს "წინანდლის ბაღი"
განსაკუთრებული მადლობა ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის!

მეტი ფოტო: დააჭირე ლინკს

გაზიარება