ხარისხის შიდა უზრუნველყოფა
შპს მარნეულის კოლეჯში ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება დეცენტრალიზებული მოდელით, რომელიც ეფუძნება PDCA ციკლს (დაგეგმე – განახორციელე – შეაფასე – გაუმჯობესე – გადახედე). ამ მოდელის ფარგლებში
აკადემიური და ადმინისტრაციული სტრუქტურები დამოუკიდებლად მართავენ თავიანთ პროცესებს, ხოლო ხარისხის მართვის სამსახური უზრუნველყოფს მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას, სისტემურ მონიტორინგს და აუდიტს.
ხარისხის უზრუნველყოფის მიზნები და პრინციპები:
- საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პროცესების შესაბამისობა ავტორიზაციის სტანდარტებთან;
- სტუდენტთა მიერ მიღებული კომპეტენციების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თანხვედრა
- ადამიანური, მატერიალური და საინფორმაციო რესურსების ეფექტიანი გამოყენება;
- მუდმივი გაუმჯობესების კულტურის განვითარება.
სისტემის ძირითადი მახასიათებლები:
- დეცენტრალიზაცია: ყველა სტრუქტურული ერთეული თავად ქმნის, ახორციელებს, აფასებს და აუმჯობესებს თავის საქმიანობას.
- ფუნქციური პასუხისმგებლობა: აკადემიური და ადმინისტრაციული სტრუქტურები პასუხისმგებელნი არიან თავიანთ სამუშაო პროცესებზე, ხოლო ხარისხის მართვის სამსახური უზრუნველყოფს ინსტრუმენტების განვითარებას და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას.
ციკლური შეფასება და გაუმჯობესება: ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება ყოველწლიური სამოქმედო გეგმების, შეფასებებისა და გაუმჯობესების ციკლური პროცედურების საფუძველზე.

პასუხისმგებლობა:
- აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ანგარიშვალდებულია საკუთარი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან;
- ხარისხის მართვის სამსახური ანგარიშვალდებულია კოლეჯის დირექტორთან.
ხარისხის მართვის სამსახურის როლი:
- მეთოდოლოგიებისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება;
- შიდა პროცესების შესაბამისობის მონიტორინგი ავტორიზაციის სტანდარტებთან;
- შიდა კვლევებისა და მონაცემების ანალიზი;
- პროფესიული პროგრამების, ჩარიცხვებისა და შრომის ბაზრის შესაბამისობის სისტემური შეფასება.