მარნეულის კოლეჯის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და კოლეჯის ინტეგრაციას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში. პოლიტიკა ეფუძნება ინკლუზიურობას, მრავალფეროვნების პატივისცემასა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას. ინტერნაციონალიზაცია კოლეჯისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს:
- საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან,
- სტუდენტებისა და პერსონალის მონაწილეობას საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში,
- უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოებასა და საერთო პროექტების განვითარებას,
- კოლეჯის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებასა და ცნობადობის ზრდას.
პოლიტიკა ითვალისწინებს სპეციალურ მმართველობით მოდელს, პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფის დანიშვნას, შესაბამისი რესურსებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერას, ასევე სისტემატურ მონიტორინგსა და პერიოდულ განახლებას.