home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

Миссия, видение и ценности

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა მრავალპროფილური პროფესიული პროგრამების განხორციელებით, ქვემო ქართლის რეგიონის შიდა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაზე ზრუნვა. კოლეჯი თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, ქართული ენის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის ღირებულებების დამკვიდრებას.

                                          

ხედვა

2028 წლისთვის მარნეულის კოლეჯი იქნება ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც უზრუნველყოფს
თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ კადრების მომზადებას. ჩვენი კადრები და მათი უნარები გახდება რეგიონში მოქმედი ორგანიზაციებისთვის აქტიური რესურსი.

ღირებულებები


- სამართლიანობა - ჰარმონიული და თანასწორი გარემოს უზრუნველყოფა თითოეული პიროვნებისთვის.
- თანამშრომლობა - ურთიერთდახმარების და გუნდური მუშაობის პრინციპის დანერგვა.
- გამჭვირვალობა - გადაწყვეტილებების და საქმიანობის პროცესების ღიაობა.
- ტოლერანტობა - სხვადასხვა კულტურების და პიროვნებების მიმართ ღია დამოკიდებულების შექმნა.
- პასუხისმგებლობა კოლეჯის მიერ ყველა პირობის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და პერსონალის სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობის განვითარებაში.

ჩვენი  მიზანი

1. კოლეჯის მიზნებია:
X ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა;
X შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი
პროფესიონალის მომზადება
X საერთაშორისო ურთიეთობების და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა
X მრავალეთნიკური სტუდენტებისა და მსმენელების სამოქალაქო ინტეგრაცია
X პერსონალის განვითარება;
X მატერიალური რესურსის განვითარება;

2. კოლეჯი უზრუნველყოფს პოლიტიკის განსაზღვრისა და შემუშავების პროცესში შიდა და გარე
დაინტერესებული მხარეების ჩართულობას.
- შიდა დაინტერესებული მხარე --- სტუდენტი, პერსონალი, პარტნიორი, მსენელი;
- გარე დაინტერესებული მხარე --- დამსაქმებელი, თემი, სამინისტრო, დარგობრივი ორგანიზაცია, არასამთავრობო სექტორი.

Share