×
Dashboard

ვაკანსია ტერა ბანკი

ჩვენი სტუდენტების საყურადღებოდ! 📌

👉ჩვენი პარტნიორი, ტერაბანკი - Terabank აცხადებს ვაკანსიას მარნეულის ფილიალში. სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება, კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში განსაზღვრულია 2 კვირიანი სტაჟირება, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგაც ხდება არსებულ პოზიციაზე დასაქმება.

👉 ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
🔹 გსურს მიიღო საუკეთესო გამოცდილება პროფესიონალ გუნდთან ერთად
🔹 გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი
🔹 გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება

👉 ტერა ბანკი გთავაზობთ:
🔹 ჯანმრთელობის დაზღვევას
🔹 ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე

👉 შენი მოვალეობა იქნება:
🔹 მომხმარებლის პირველადი კონსულტაცია და ბანკის პროდუქტების გაცნობა
🔹 რიგის კონტროლი და კლიენტის შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება
🔹 მომხმარებლისთვის სწრაფი გადახდის აპარატის სერვისით სარგებლობის შეთავაზება/დახმარების გაწევა

დაინტერესების შემთხვევაში, გააგზავნეთ რეზიუმე მეილზე | HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქი და პოზიციის დასახელება | სერვის კოორდინატორი

📨 რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 16 აპრილი

Share