ციფრული უსაფრთხოების ცოდნა პროფესიულ კოლეჯებში!
მარნეულის კოლეჯს ეწვია „უსაფრთხო ონლაინი“ და კოლეჯი „ბარაკონის“ წარმომადგენლები, სადაც კოლეჯის ხელმძღვანელობასთან ერთად ონლაინ უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის მომდევნო ნაბიჯებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე განხილული იქნა:
პროფესიული კოლეჯის სტუდენტების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის გამოკითხვა ონლაინ უსაფრთხოების თემებზე
კოლეჯის საჭიროებებზე დაფუძნებული ტრენინგების შემუშავება და ჩატარება
გრძელვადიანი თანამშრომლობა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა
დიდი მადლობა "უსაფრთხო ონლაინ"-ს ასეთი საინტერესო და საჭირო საქმის კეთებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.