home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

ინფორმაცია მოტივაციურ გასაუბრებასთან დაკავშირებით

ყურადღება!
მოტივაციური გასაუბრება ჩატარდება  მარნეულის კოლეჯში
28 მაისს 10-00 საათზე;
მისამართი - ქალაქი მარნეული 26 მაისის ქუჩა N80, ავერსის  კლინიკის მოპირდაპირე მხარეს, მეორე სართულზე.

  • გასაუბრებაზე სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგამოცდო ბარათი და წყალი სურვილისამებრ;
  • გასაუბრების ხანგრძლივობა თითოეული აპლიკანტისათვის 10-15 წუთი;
  • მოტივაციურ გასაუბრებაზე კომისიას აპლიკანტმა უნდა დაუსაბუთოს, თუ რატომ აირჩია ეს პროგრამა და როგორია  სამომალო გეგემბი პროფესიასთან დაკავშირებით, როგორ ესახებათ კარიერული განვითარება და ზრდა;
  • გასაუბრებას ჩაატარებს მიმღები კომისია ქართულ ენაზე და იმ აპლიკანტებისათვის, ვინც საგამოცდო ენად აირჩია სხვა ენა უზრუნველყოფილი იქნება შესაბამის ენაზე თარგმნა;
  • შეფასების შედეგი აისახება პირად ბარათზე და გამოიგზავნება  ელექტრონული ფოსტით ;

შეფასების შედეგების გასაჩივრების წესი
თუ ჩათვლით, რომ კოლეჯმა დაარღვია შეფასების დროს პროცედურული წესები, ან არ ეთანხმებით კომისიის შეფასებას,  უფლება გაქვთ წერილობითი განცხადებით კოლეჯის დირექტორთან გაასაჩივროთ შედეგები მისი გაცნობიდან (გაცნობად ჩაითვლება თქვენს ელფოსტაზე ინფორმაციის გამოგზავნა კოლეჯის მიერ) 2 სამუშაო დღის ვადაში.
განცხადება შეიძლება გამოიგზავნოს ასევე ელექტრონულ ფოსტაზე info.marneulicollege@gmail.com სადაც აუცილებლად უნდა დაერთოს თან განმცხადებლის პირდობის მოწმობა;

შეფასების შედეგების გასაჩივრება აპლიკანტს შეუძლია 5 ივნისამდე
განცხადებაში უნდა იყოს მითითებული აპლიკანტი არ ეთანხმება შეფასებაის დროს მიღებულ ქულებს, თუ მის მიმართ დაირღვა პროცედურული ნორმები;

განცხადებას განიხილავს სააპელაციო კომისია
სააპელაციო კომისია 2 სამუშაო დღის ვადაში  განიხილავს აპლიკანტის საჩივარს და უფლება აქვს გასაუბრებისას აპლიკანტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას შეაფასოს ჩატარებული პროცესი, ან ჩაატაროს განმეორებითი გასაუბრება  და დაწეროს უფრო მაღალი/დაბალი შეფასება ან  - დატოვოს იგივე შეფასება.

სააპელაციო კომისია განიხილავს აპლიკანტის საჩივარს, ეცნობა მიმღები კომისიის ოქმს და იღებს გადაწყვეტილებას მიმღები კომისიის მიერ დაწერილი ქულის ძალაში დატოვების ან/და შეცვლის შესახებ.
სააპელაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას ერთი სამუშაო დღის ვადაში აცნობებს კოლეჯის ადმინისტრაცია  აპლიკანტს ტელეფონის ან/დაელექტრონული ფოსტის საშუალებით.
სააპელაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კოლეჯის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებას

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
ტელეფონი:   +(995) 595 302 390; 599 507 188;
ელექტრონული ფოსტა:info.marneulicollege@gmail.com
მარნეულის კოლეჯი/Марнеульский Колледж

გაზიარება