2024 წლის აპრილის თვეში მარნეულის კოლეჯის ორგანიზებით ჩატარდა ესსების კონკურსი „ჩემი პროფესია ჩემი თავისუფლებაა“. კონკურსი გაიმართა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის და მისი მიზანი იყო პროფესიული განათლებისა და ქართული ენის პოპულარიზაცია რეგიონის ახალგაზრდებს შორის. მასში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების არაქართული სკოლების მოსწავლეებმა. მონაწილეებმა წარმოადგინეს ესსეები, სადაც განხილული ჰქონდათ რა პროფესია მოსწონთ, რა გეგმები აქვთ მომავალში პოროფესიის შეძენის ჭრილში და ა.შ.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 29 კონკურსანტმა️.
კონკურსანტების ნაშრომები შეამოწმა და გამარჯვებულები გამოავლინა მარნეულის კოლეჯის დირექტორის 2024 წლის 2 აპრილის N3231 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჟიურიმ:
მარი ხოხობაშვილი - ჟიურის თავმჯდომარე
ჟიურის წევრებმა განიხილეს თითოეული კონკურსანტის ნაშრომი და შეაფასეს ის მარნეულის კოლეჯის დირექტორის 2024 წლის 2 აპრილის N3231 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის „ჩემი პროფესია ჩემი თავისუფლებაა“ დებულებაში გაწერილი კონკურსანტის შეფასების კრიტერიუმით:
• რამდენად კარგად იცნობს პროფესიული განათლების პროფესიებს
• რამდენად აცნობიერებს პროფესიის/პროფესიების შინაარს და როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში
• რამდენად სწორად აფასებს საკუთარ შესაძლებლობას ამა თუ იმ პროფესიაში
• რამდენად არის მოტივირებული პროფესიის შესაძენად
• სტრუქტურულად რამდენად სწორად არის სწორად აგებული ესსე
• რამდენად მკაფიოდ შეუძლია ჩამოაყალიბოს აზრი ქართულ ენაზე
თითოეული კრიტერიუმი შეფასდა ხუთბალიანი სისტემით. ჟიურის თითოეულმა წევრმა ინდივიდუალურად შეაფასა ყველა მონაწილე და შეავსო სპეციალური ქულების დაჯამების ფურცელი. განხილვის პროცესში ჟიურიმ შედეგების დაჯამებით გამოავლინა გამარჯვებულები და საზეიმო ღონბისძიებაზე მათ გადაეცათ პრიზები:
• პირველი ადგილი - ელიფ მამედოვა - მაღაზია ზუმერის 200 ლარიანი ვაუჩერი
• მეორე ადგილი - გურამ ალავერდიანი - მაღაზია ზუმერის 150 ლარიანი ვაუჩერი
• მესამე ადგილი - ანაჰიტ ბაგდასარიანი - მაღაზია ზუმერის 150 ლარიანი ვაუჩერი