home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

ფარმაცია - გასვლითი მეცადინეობა

მარნეულის კოლეჯში სტუდენტების ინიციატივა ყოველთვის წახალისებულია
22 ივნისს კოლეჯის ფარმაციის პროგრამის სტუდენტებისათვის ჩატარდა გასვლითი მეცადინეობა ბოტანიკურ ბაღში და მედიცინის ინსტიტუტში. ღონისძიება დაიგეგმა სტუდენტების ინიციატივების კონკურსში გამარჯვებული ინიციატივის შედეგად.
ბოტანიკურ ბაღში სტუდენტებმა ჩაატარეს მცენარეების სავეგეტაციო და გენერაციული ორგანოების მორფოლოგიური კვლევა. ხოლო მედიცინის ინსტიტუტში დაათვალიერეს ძველი აფთიაქის ოთახი უძველესი მოწყობილობებით და აღჭურვილობით, გაეცნენ მედიცინის ფუძემდებლის - კოლხი მედეას და არგონავტების შესახებ მასალებს.
გასვლითი მეცადინეობა ჩაატარეს კოლეჯის მასწავლებლებმა მაია მდივნიშვილმა და შორენა რამაზაშვილმა
სტუდენტებო, გახსოვდეთ, თქვენი ინიციატივები ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

მეტი ფოტო: ლინკი

გაზიარება