home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

მე-2 კოლეგიალური ვიზიტი ზუგდიდში

10-11 ოქტომბერს ზუგდიდი კერძო კოლეჯების კოლეგიალური განვითარებისასა და გამოცდილების გაზიარების სივრცედ იქცა.

10–11 ოქტომბერს სკკა კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მე-2 კოლეგიალური ვიზიტი თემაზე „ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება“, რომლის მასპინძლებიც იყვნენ საზოგადოებრივი კოლეჯი „ზუგდიდის აკადემია“ და კოლეჯი „ცხუმ-ეგრისი“.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მარნეულის კოლეჯის სამმა თანამშრომელმა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 კოლეჯის 50-მდე წარმომადგენელმა.

კოლეჯებმა წარმოადგინეს წარმატებული პრაქტიკები — სტაჟირების გამოყენება პერსონალის შერჩევისთვის, პროფესიული კვალიფიკაციების აღიარება კოლეჯში დასაქმების მიზნებისათვის, შიდა დაწინაურების მექანიზმები და პერსონალის შეფასების სისტემები. ღონისძიების ფარგლებში შემუშავდა ღირებული რეკომენდაციები ასოციაციის წევრი კოლეჯებისთვის, ასევე დაიგეგმა ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფის ღონისძიებები. სესიების განმავლობაში განხილული იყო ორგანიზაციული სტრუქტურის მართვა, პერსონალის განვითარების პოლიტიკა და პროფესიული ზრდის თანამედროვე მიდგომები.

დისკუსიებმა ნათლად აჩვენა, რომ კერძო კოლეჯები მნიშვნელოვნად განვითარდნენ და დღეს უკვე დადებით შედეგებს აჩვენებენ როგორც მმართველობის, ისე ზოგადად ხარისხის განვითარების მიმართულებით. ასოციაციის კოლეგიალური ფორმატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება არის პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მთავარი საფუძველი.

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილე კოლეჯს, მასპინძლებსა და ასოციაციის გუნდის წევრებს ამ ნაყოფიერი ღონისძიებისთვის.

მეტი ფოტო იხილეთ:  ლინკი

გაზიარება