home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

ხელოვნური ინტელექტის ტრენინგი

მ/წ 13 მაისს მარნეულის კოლეჯში დაიწყო 3-დღიანი ტრენინგ-კურსი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რომელიც ტარდება საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა / College Panacea -თან და ტექნოპარკი • Technopark -თან თანამშრომლობის ფარგლებში.
ტრენერი: Ai დამფუძნებელი და წარმომადგენელი - ოთარ კვირიკაშვილი. ტრენინგს ესწრებოდნენ ადმინისტრაცია და მასწავლებლები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პროცესში.
მარნეულის კოლეჯი პირველია რეგიონში, ვინც აქტიურად იწყებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესწავლასა და მის დანერგვას როგორც სასწავლო, ისე მართვის პროცესში. ეს კოლეჯისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია უკვე განათლების განუყოფელი ნაწილი ხდება.
დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და საჭირო ტრენინგისთვის. მეტი ფოტო იხილეთ: ლინკი

გაზიარება