home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

ხარისხის უზრუნველყოფის ტრენინგი

მარნეული სკოლეჯი მუდმივად ზრუნავს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე და კომპეტენციების განვითარებაზე.
კოლეჯების ხარისხის უზრუნველყოფის გაძლიერებისთვის ტრენინგების მორიგი ციკლი ჩატარდა, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მარნეულის კოლეჯმაც მიიღო.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ეგიდით, 24-25 მარტს, კოლეჯების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარების ფარგლებში, გაიმართა ტრენინგების მორიგი ციკლი. შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის მეორე სტანდარტს შეეხებოდა.
ტრენინგს ხელმძღვანელობდა განათლების ექსპერტი, ბატონი კახაბერ ერაძე, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და პრაქტიკული ხედვები აღნიშნულ საკითხზე.
ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებისკენ და კოლეჯებისთვის ავტორიზაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობისკენ.
მადლობას ვუხდით საზოგადოებრივ კოლეჯ კავკასიონს მასპინძლობისთვის და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნისთვის.

მეტი ფოტო იხილეთ: ლინკი

Share