შეხვედრას უმასპინძლა გორის საზოგადოებრივი კოლეჯი "ამაგი"- მა,
კოლეგიალური ვიზიტის ფარგლებში პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერის ღონისძიებებისადმი მიძღვნილ პანელურ სესიას აკადემიის ადამიანური რესურსებისა და კარიერული განვითარების მენეჯერი, ბარბარე გონაშვილი უწევდა მოდერაციას.
„კოლეგიალური ვიზიტები ხარისხის განვითარების მიმართულებით ერთ-ერთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად ითვლება. ის გასულ წლებში პროფესიული განათლების სისტემის დონეზე დავნერგეთ საქართველოში. მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან მექანიზმს ასოციაცია ეფექტურად იყენებს. ის ერთის მხრივ იძლევა საკუთარი პრაქტიკის შეფასების, მეორეს მხრივ კი კოლეჯებს შორის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას“ აღნიშნა გახსნით ღონისძიებაზე კახაბერ ერაძემ.
კოლეგიალურ ვიზიტს მთელი ქვეყნის მასშტაბით, კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი კოლეჯების ორმოცდაათზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
მეტი ფოტო იხილეთ:
ლინკი