home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

რეგისტრაცია იწყება!


არ გამოტოვო შანსი ისწავლო სრული დაფინანსებით, გახდე პროფესიონალი და დასაქმდე!
მარნეულის კოლეჯი • Marneuli College-ში მიღება 6 აპრილიდან - 11 მაისამდე გაგრძელდება

X საექთნო განათლება X ფარმაცია X ბაგა-ბაღის აღმზრდელი X მასაჟი

აიტი მხარდაჭერასა და საბანკო-საფინანსო სერვისებზე მიღების თარიღები მალე გახდება ცნობილი

რეგისტრაციისთვის მობრძანდით კოლეჯში დეტალებზე მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომრებზე!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.
"აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის, 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ

აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული და განსაზღვრონ მათი პრიორიტეტულობა. საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი". - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში

Share