home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

ყურადღება ექთნებო!

მარნეულის კოლეჯის საექთნო განათლების პროგრამის კურსდამთავრებულთა საყურადღებო ინფორმაცია

საქართველოში ამოქმედდა ექთნებისა და მეან-ექთნების ერთიანი სახელმწიფო რეესტრი, რომელიც განსაზღვრულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონით. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს ამ პროფესიის წარმომადგენლების შესახებ სრული და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას, სახელმწიფო სერტიფიკატისა და რეგისტრაციის მოწმობის გაცემის გზით.

2026 წლის 26 იანვრიდან რეესტრში რეგისტრაცია და შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა ყველა მოქმედი ექთნისა და მეან-ექთნისთვის, ვინც გეგმავს საქმიანობის დაწყებას ან გაგრძელებას ამ მიმართულებით.

რეგისტრაციის პროცესი სრულდება ელექტრონულად, სპეციალური პლატფორმის მეშვეობით, ხოლო წარმოდგენილი მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შესაბამისი სააგენტო. ვინაიდან საქმიანობის უფლების მინიჭება დამოკიდებულია წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილებაზე, პროფესიული კოლეჯი მოუწოდებს კურსდამთავრებულებს დროულად გაიარონ რეგისტრაცია და არ გადადონ პროცესი.

2027 წლის 1 ივლისიდან ექთნისა და მეან-ექთნის საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე კანონით დაუშვებელი გახდება.

რეგისტრაცია უზრუნველყოფს:
X პროფესიული საქმიანობის კანონიერ უფლებას
X სტატუსის ოფიციალურ დადასტურებას
X კარიერულ და სამართლებრივ დაცულობას
X უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

გაიარეთ რეგისტრაცია შესაბამის პორტალზე:
https://nursecertification.moh.gov.ge/auth

Share