home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

HR-ის საერთაშორისო დღე

თბილისში აღინიშნა HR-ის საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველწლიურად იმართება.
მარნეულის კოლეჯის ოთხი წარმომადგენელიც დაესწრო აღნიშნულ შეხვედრას, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თანამედროვე ტენდენციებს, პროფესიულ გამოცდილებასა და სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებს.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა იყო HR-ის პირადი, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე თანამშრომელთა კორპორატიული კეთილდღეობა. ღონისძიებას 400-ზე მეტი HR სპეციალისტი სხვადასხვა სფეროდან ესწრებოდა და გაიმართა საინტერესო შეხვედრები, აქტივობები და პანელური დისკუსიები.
 

Share