მარნეულის კოლეჯი თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ქვემო ქართლის რეგიონის
ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის ფასეულობების
დამკვიდრებისას, ქართული ენის პოპულარიზაციას, პროფესიული განათლების
პოპულარიზაციას და ა.შ. ამისათვის კოლეჯი ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტს
როგორც საკუთარი რესურსით, ასევე მონაწილეობას იღებს სამთავრობო თუ
არასამთავრობო სექტორის პროექტებში.
2024 წლის მაისის თვეში განხორციელდა „უნარების კვირეული - პროფესიული
განათლების სტუდენტი“. პროექტის მიზანი იყო ღონისძიებაში მონაწილე
მომხსენებლების (სტუდენტების) მიერ განხორციელებულია თეორიული ცოდნის
წარმოჩენა და პრაქტიული უნარების დემონსტრირება, რომელსაც ისინი კოლეჯში
სწავლების პერიოდში ეუფლებიან. ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა
წარმოადგინეს მათი პერსპექტივიდან დანახული რეალური სამუშაო გარემო, სადაც ისინი
გამოიყენებენ მომავალში პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებულ ცოდნას და