×
Dashboard

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

სწავლისა და განვითარების მოტივაციის ამაღლების მიზნით, კოლეჯი ხელს
უწყობს სტუდენტებს სასწავლო გეგმის გარეშე აქტივობების განხორციელებაში.
ამისათვის კოლეჯში შექმნილია სტუდენტური თვითმმართველობა. სასწავლო პროცესის
მიღმა სტუდენტს შეუძლია მოსინჯოს ძალები და თავი წარმოაჩინოს
თვითშემოქმედებით კონცერტებში, კონკურსებში, კონფერენციებში, სპორტულ-
გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში და სხვა. კოლეჯის ტერიტორიაზე არსებობს
საკონფერენციო დარბაზი, სტუდენტებისათვის დასასვენებელი სივრცე. კოლეჯი
აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო
ორგანიზაციასთან, რათა მრავალფეროვანი, შემეცნებითი და საინტერესო გახადოს
სტუდენტების სტუდენტური ცხოვრება. თვითმმართველობის ჩამოაყალიბების
შემთხვევაში კოლეჯი დაეხმარება სტუდენტებს საორგანიზაციო საკითხებში.
 
1 მარნეულის კოლეჯში მუდმივად წაახალისებს და უზრუნველყოფს სტუდენტურ
აქტივობებს, რომლებიც ემსახურება მათ ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის
ფასეულობების დამკვიდრებას, სამოქალაქო და კულტურულ ინტეგრაციას. ~
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის
ინიციატივით, 2 თებერვალს, საქართველოში უკვე მეცხრედ, წიგნის საჯაროდ
კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა!
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა,
რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და
ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს
დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ,
გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი
კითხვის პოპულარიზაციაში.
მარნეულის კოლეჯის ქართული ენის მოსამზადებელი კურსის პროფესიული
სტუდენტებიც აქტიურად შეუერთდნენ ამ ინიციატივას და სხვადასხვა მწერლების
მოთხრობები და იგავარაკები ხმამაღლა წაიკითხეს!


მეტი ფოტო: დააჭირეთ აქ

Share