-- თიკო, მოგვიყევი როდის დაიწყეთ ხატვა და თუ გახსოვს, რა იყო შენი პირველი ნამუშევარი.
-- ხატვა დავიწყე მას შემდეგ,რაც ფანქრის ხელში დაჭერა შევძელი,სულ ვხატავ ბაღის ასაკიდან და ჩემი პირველი ნამუშევარიც ბაღს უკავშირდება, რომელიც ბუნების თემაზე შევასრულე. ხატვაზე არასოდეს მივლია, თვითნასწავლი ვარ.
-- რომელია შენი საყვარელი მხატვარი და რატომ?
-- ნიკო ფიროსმანი. მისი ნახატები და ხატვის სტილი ჩემი შთაგონების წყაროა.
-- მოგვიყევი შენი სამომავლო გეგმების შესახებ, აპირებ თუ არა ხატვის გაგრძელებას?
-- ხატვა ჩემთვის ჰობია, პროფესიად რამდენად ვაქცევ არ ვიცი. სამომავლოდ ვფიქრობ სხვადასხვა სფეროში ვცადო ბედი. მინდა ვიყო კარგი ფარმაცევტი და, შეძლებისდაგვარად, გავაგრძელო ხატვა. ძალიან მომწონს ინტერიერის დიზაინი, მომწონს „მეიქაფ არტი“... ვნახოთ, რა გამომივა.
-- ვინ მიგაჩნია შენი ნახატების საუკეთესო შემფასებლად?
-- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი დის შეფასება და, ასევე, ყველა იმ ადამიანის ვინც ნახავს და შემიფასებს ნახატებს. სიამოვნებით ვიღებ ყველა სასარგებლო რჩევას და ვითვალისწინებ.
-- თიკო, რა არის შენი ჰობი ხატვის გარდა?
-- მოგზაურობა, საინტერესო ადგილების და შთაბეჭდილებების ტილოზე გადატანა.
-- გისურვებთ წარმატებებს!
-- დიდი მადლობა.