home მთავარი news სიახლეები
×
Dashboard

კონკურსი - ჩემს მომავალს ვირჩევ მე

 

მარნეულის კოლეჯი

კონკურსი ქვემო ქართლის სკოლის მოსწავლეებისათვის

ჩემს მომავალს ვირჩევ მე

მარნეულის კოლეჯი აცხადებს კონკურსს სკოლის მოსწავლეებისათვის „ჩემს მომავალს ვირჩევ მე“.  კონკურსის დებულება დამტკიცებულია მარნეულის კოლეჯის  დირექტორის 2025 წლის 1 პრილის N4588 ბრძანებით.

კონკურსის მიზანია ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება საქართველოში პროფესიული განათლების შესახებ, სხვადასხვა პროფესიებისა და შემდგომი დასაქმების შესახებ. ასევე, სკოლის მოსწავლეების მიერ ინტერპერსონალური  კომუნიკაციის, კარიერული დაგეგმვის უნარების გამოვლენა.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართული და არაქართული სკოლების მოსწავლეებს.

ასაკობრივი ზღვარი 13-18 წელი

კონკურსის ფარგლებში მონაწილე ელექტრონულად აგზავნის ქართულ ენაზე შექმნილ ესსე-ს (მაქსიმუმ 2 გვერდი, შრიფტის ზომა 11), სადაც აღწერს რა ინფორმაციას ფლობს პროფესიებზე:

·       🔹  ექთანი

·       🔹 ფარმაცევტი

·        🔹 მოლარე

·       🔹  ინფორმაციის ტექნოლოგიის სპეციალისტი

·       🔹  მასაჟისტი

·       🔹  ელექტრიკოსი

·       🔹  კულინარი

·      🔹   კონდიტერი

·       🔹  მკერავი

კონკურსანტმა უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი ჩამოთვლილი პროფესიებიდან 1 ან 2  პროფესიის შესახებ: რა იცის ამ პროფესიების შესახებ, რა იცის ამ პროფესიების მქონე ადამიანების სამუშაო ადგილის და გარემოს შესახებ, სურვილისამებრ, მოიყვანოს ამ პროფესიის მქონე გამოჩენილი ადამიანის შესახებ პატარა ჩართვა მაგალისათვის (არაუმეტეს 4-5- წინადადებისა) უნდა აღწეროს რატომ სურს არჩეული პროფესიის შესწავლა,  როგორ ხედავს  საკუთარ თავს არჩეულ პროფესიაში. მომავალში, რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს საზოგადოებას/სახელმწიფოს არჩეული პროფესიით. ასევე, რა იცის, ზოგადად პროფესიული განათლების და პროფესიული კოლეჯების შესახებ საქართველოს მასშტაბით.

კონკურსის აუცილებელი პირობა: ესსე უნდა იყოს შექმნილი ქართულ ენაზე, sylfaen-ის შრიფტით, შრიფტის ზომა 11, გვერდების რაოდენობა: მაქსიმუმ 2. ნაშრომში უნდა იყოს მითითებული ავტორის სახელი, გვარი, სკოლის დასახელება და კლასი. ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს ავტორის პირადი მეილიდან.

საკონკურსო ესსეების მიღების მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 14 მაისი 18.00 საათი. ამ ვადის გასვლის შემდეგ მიღებული ნამუშევარი არ მიიღება.

საკონკურსო ესეები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.marneulicollege@gmail.com

საკონკურსო ესსეებს აფასებს სპეციალური ჟიური, რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს მარნეულის დირექტორი ბრძანებით.

ჟიური შედგება 5 წევრისაგან და მას ხელმძღვანელობს ჟიურის თავმჯდომარე.

თითოეული კონკურსანტის ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით

კონკურსანტის შეფასების კრიტერიუმები

N

კრიტერიუმი

 

1

რამდენად კარგად იცნობს პროფესიული განათლების პროფესიებს

 

2

რამდენად აცნობიერებს პროფესიის/პროფესიების შინაარს და როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში

 

3

რამდენად სწორად აყალიბებს რატომ მოსწონს  ესა თუ ის პროფესია

 

4

რამდენად არის მოტივირებული პროფესიის შესაძენად

 

5

სტრუქტურულად რამდენად სწორად არის სწორად აგებული ესსე

 

6

რამდენად მკაფიოდ იკვეთება კონკურსანტის დამოუკიდებლობა ნაშრომში

 

 

კონკურსანტების ნაშრომები შეფასდება ქულების სისტემით ზემოთმოყვანილი კრიტერიუმების შესაბამისად.  ჟიურის მიერ მოხდება კონკურსანტის დაგროვებული ქულების დაჯამება. შემდეგ კი დაჯამების შედეგად გამოვლინდება პირველი სამი გამარჯვებული. პირველ ადგილზე გავა ის ნომინანტი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ  ქულას, მეორე და მესამე ადგილზე გავლენ ის ნომინანტები, რომლებიც დააგროვებენ შესაბამისად მომდევნო ქულას. ნომინანტების მიერ ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კრიტერიუმს „სტრუქტურულად რამდენად სწორად არის სწორად აგებული ესსე“.

ჟიურის ფინალური სხდომა გაიმართება 2024 წლის 21 მაისს (ონლაინ ან პირისპირ) და იმავე დღეს გამოვლინდებიან გამარჯვებულები. გამარჯვებული ნომინანტების დაჯილდოვება შედგება 2024 წლის 23 მაისს 13:00 საათზე მარნეულის კოლეჯის საკონფერენციო დარბაზში (მის: მარნეული, 26 მაისის ქუჩა N80).

გამარჯვებულებს გადაეცემათ:

·         პირველ ადგილზე გასული ნამუშევრის პრიზი - მაღაზია ზუმერის 200 ლარის ვაუჩერი

·         პირველ ადგილზე გასული ნამუშევრის პრიზი - მაღაზია ზუმერის 150 ლარის ვაუჩერი

·         პირველ ადგილზე გასული ნამუშევრის პრიზი - მაღაზია ზუმერის 100 ლარის ვაუჩერი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკურსის მონაწილის ნაშრომი არ უნდა იყოს პლაგიატი ან სხვა პირის მიერ დაწერილი.

 

გაზიარება