home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ! ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ბანკი ეძებს კადრებს.

საქართველოს ბანკი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მცირე ბიზნესის გაყიდვების მიმართულებით!

 

შენი კარიერული სტარტი შეიძლება სწორედ აქ დაიწყოს — შემოუერთდი საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამას, რომელიც საქართველოს 15 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ხორციელდება, მათ შორისაა: თბილისი, რუსთავი, მცხეთა, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი, გარდაბანი, მარნეული, ახალციხე, კასპი, ქარელი, ხაშური, ბორჯომი, თელავი და ლაგოდეხი.

 

პროგრამა გთავაზობს:

 

  • ტრენინგებს პროფესიული განვითარებისთვის
  • სტუდენტურ გრაფიკზე მორგებულ, ანაზღაურებად პოზიციას
  • პრაქტიკულ გამოცდილებას ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ცვალებად სფეროში — მცირე ბიზნესის გაყიდვებში
  • რეალურ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და კარიერული ზრდის მხარდაჭერას

 

მარნეულში არსებული პოზიციის დეტალები იხილეთ აქ.

 

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 29 ივნისი.


თუ ეძებ სწავლასთან შეთავსებად სამუშაოს, სადაც რეალურ გამოცდილებას მიიღებ და საინტერესო ადამიანებთან იმუშავებ — ეს პროგრამა შენთვისაა.

გაზიარება