home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

აპლიკანტების საყურადღებოდ!

აპლიკანტების საყურადღებოდ!

თუ მარნეულის კოლეჯში სწავლას აპირებ, ყურადღებით გაეცანი გამოცდებისა და გასაუბრებების თარიღებს!

გამოცდებისა და გასაუბრებების განრიგი

სამინისტროს მიერ ორგანიზებული გამოცდები

24 ოქტომბერი — ქიმია-ბიოლოგია (საექთნო, ფარმაცია, მასაჟი)

25 ოქტომბერი — წიგნიერება (აღმზრდელი)

გამოცდები ჩატარდება შენ მიერ არჩეულ საგამოცდო მისამართზე.

პროფესიული პროგრამების გამოცდები და გასაუბრებები

20 ოქტომბერი — საფინანსო

22–23 ოქტომბერი — IT მხარდაჭერა

27 ოქტომბერი — კულინარია

29 ოქტომბერი — კონდიტერია

რა უნდა იქონიოთ თან?

გამოცდაზე:

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი;

  • საგამოცდო ბარათი (ამობეჭდილი).

გასაუბრებაზე:

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი;

  • ატესტატი.

როგორ გაიგოთ თქვენი ზუსტი თარიღი, საათი და მისამართი?

აუცილებლად შედით ვებგვერდზე vet.emis.ge და პირად კაბინეტში გადაამოწმეთ თქვენი ინდივიდუალური ინფორმაცია.

მომხმარებლის სახელი: თქვენი პირადი ნომერი.

პაროლი: მითითებულია იმ ფურცელზე, რომელიც კოლეჯიდან გადმოგეცათ. თუ პაროლი არ გახსოვთ, გამოიყენეთ პაროლის აღდგენის ფუნქცია.

თუ ვერ ახერხებთ, მოდით და დაგეხმარებით.

გაითვალისწინეთ, რომ ზუსტი საგამოცდო ინფორმაცია თქვენს პირად კაბინეტშია ხელმისაწვდომი და მისი წინასწარ გადამოწმება აუცილებელია!

მნიშვნელოვანი გაფრთხილება!

გამოცდაზე ან გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ნიშნავს, რომ უარს ამბობთ მიმდინარე მიღებაში მონაწილეობაზე და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობისთვის მომდევნო მიღებამდე მოგიწევთ ლოდინი.

გასაუბრების მისამართი:

მარნეულის კოლეჯი — ქ. მარნეული, 26 მაისის ქუჩა №80.

გისურვებთ წარმატებებს!

გაზიარება