home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი

უსაფრთხო გარემო იწყება ცოდნითა და მზადყოფნით!

12 ოქტომბერს მარნეულის კოლეჯის პერსონალისთვის ჩატარდა სწავლება სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკითხებზე, რომელსაც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ლევან გრიგალაშვილი უძღვებოდა.

სწავლება მიზნად ისახავდა ხანძრისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხო მოქმედებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ევაკუაციის მნიშვნელობის გააზრებასა და დროული, ორგანიზებული რეაგირებისთვის მზადყოფნის გაძლიერებას.

კოლეჯისთვის უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მსგავსი შეხვედრები გვეხმარება, უკეთ გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფთა უსაფრთხოებაზე.

მადლობა ტრენერსა და სწავლების მონაწილეებს ჩართულობისთვის!




მეტი ფოტო იხილეთ: ლინკი

გაზიარება