home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

სტუდენტური საათი

მარნეულის კოლეჯის ადმინისტრაციამ 2025 წლის 27 თებერვალს ონლაინ შეხვედრა გამართა სტუდენტებთან, რათა უშუალოდ მოესმინა მათი საჭიროებები და პრობლემები. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოს შექმნა სასწავლო პროცესში, რადგან კოლეჯისთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული სტუდენტის აზრი და კეთილდღეობა. შეხვედრისას განიხილეს სტუდენტებისთვის აქტუალური და პრობლემური საკითხები, დაისვა კითხვები და გამოითქვა მრავალი ღირებული რჩევა. კოლეჯის წარმომადგენლებმა ყურადღებით მოისმინეს ყველა მოსაზრება და აღნიშნეს, რომ მსგავსი დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამებისა თუ სერვისების გასაუმჯობესებლად. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სტუდენტების მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები საფუძვლად დაედება მომავალ გადაწყვეტილებებს. ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მარნეულის კოლეჯი აქტიურად ზრუნავს სტუდენტურ საზოგადოებაზე და ცდილობს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს მათი ინტერესები. ადმინისტრაციის განცხადებით, სტუდენტების კმაყოფილება და წარმატება კოლეჯის მთავარი პრიორიტეტია და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მუდმივი უკუკავშირი და თანამშრომლობა. კოლეჯი მოუწოდებს სტუდენტებს, იყვნენ აქტიურები და გააგრძელონ საკუთარი აზრისა და ხედვების გაზიარება.

Share