home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

ავერსის ვიზიტი მარნეულის კოლეჯში

ავერსის ვიზიტი მარნეულის კოლეჯში
მიმდინარე წლის 30 მარტს, ჩვენი პარტნიორი კომპანია ავერსის წარმომადგენლები შეხვდნენ კოლეჯის სტუდენტებს სასწავლო-ტრენინგ თემით: ინფექციის კონტროლი.

ვიზიტორებმა სამედიცინო პროფილის სტუდენტებს გააცნეს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა:
X ინფექციის კონტროლის ძირითადი პრინციპები (ინფექციის გადაცემის გზები და მათი შეზღუდვის საშუალებები).
X პერსონალის პირადი ჰიგიენის დაცვა (ხელების ჰიგიენა, დეზინფექცია და უსაფრთხოების წესები).
X სისუფთავისა და გარემოს მართვის მნიშვნელობა (სამედიცინო ინსტრუმენტების და ზედაპირების სწორად გაწმენდა / დეზინფექცია).
X ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გამოყენება პრაქტიკაში და უსაფრთხოება (ხელთათმანები და PPE, მათი გამოყენება საჭიროების მიხედვით; ინფექციის გავრცელების პრევენციის ძირითადი პრინციპები).
X ეთიკური ქცევა პაციენტებთან კომუნიკაციისას (კონფიდენციალურობა, პატივისცემა და პროფესიული ქცევა).
Z სიტუაციური შემთხვევების განხილვა (რეალური შემთხვევები და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის მაგალითები).

განსაკუთრებული მადლობა შეხვედრის ინიციატორს - მარნეულის კოლეჯის პროფესიულ მასწავლებელს - ნანა გვაზავას.
მადლობა კომპანია ავერსს ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის.

მეტი ფოტო: დააჭირეთ აქ

Share