მარნეულის კოლეჯში გაიმართა შეხვედრა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) დარგის სპეციალისტთან.
მოწვეულმა სპეციალისტმა სტუდენტებს გააცნო ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში განვითარების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ისაუბრა თვითგანათლების შესაძლებლობებსა და საშუალებებზე, პროფესიული განვითარების ეტაპებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.
შეხვედრის ფარგლებში სპეციალისტმა აღნიშნულ თემებზე პრეზენტაცია წარადგინა. სტუდენტებმა ასევე მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებსა და საკითხებზე.