home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

საექთნო უნარების კონკურსი

მარნეულის კოლეჯმა საექთნო უნარების კონკურსში მიიღო მონაწილეობა!
31 მაისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საექთნო უნარების პირველი ეროვნული კონკურსი - „პროფესიონალიზმი და პაციენტის უსაფრთხოება“.
ჩვენს კოლეჯს კონკურსზე ღირსეულად წარმოადგენდნენ საექთნო პროგრამის სტუდენტები: ერიკ ნინიაშვილი, თათია წიკლაური და ნინო ქავთარაძე.

განსაკუთრებით საამაყოა, რომ სამივე სტუდენტი უკვე დასაქმებულია ჯანდაცვის სფეროში და წარმატებით აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში : პინეოს კლინიკა, ჯეო ჰოსპიტალი, ბოლნისის კლინიკა.
კონკურსმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პროფესიული განათლების მნიშვნელობა, სტუდენტების მაღალი პროფესიული მომზადება და ის შესაძლებლობები, რომელსაც პროფესიული განათლება ახალგაზრდებს სთავაზობს. მონაწილეებმა სიმულაციურ გარემოში წარმოადგინეს პროფესიული ცოდნა, პრაქტიკული უნარები, პაციენტის უსაფრთხოების პრინციპების დაცვა და კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობები.
მარნეულის კოლეჯი ამაყობს თავისი სტუდენტებით და მადლობას უხდის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას აღნიშნული მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, სტუდენტების მოტივაციის ზრდასა და პროფესიული უნარების განვითარებას.
ყველა მონაწილეს და ვუსურვებთ მათ მომავალ პროფესიულ წარმატებებს!

მეტი ფოტო იხილეთ: ლინკი

Share