home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

ახალი პროექტი მარნეულის კოლეჯში

მარნეულის კოლეჯში ახალი, მნიშვნელოვანი პროექტის დაგეგმვა დავიწყეთ.

კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდნენ:

„ა(ა)იპ ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ქვემო ქართლის ხელმძღვანელი — ლევან გოგოლაური

ორგანიზაციის სწავლებისა და მონიტორინგის უფროსი სპეციალისტი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი — თამაზ ახსიაშვილი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ვეტერანი, ვახტანგ გორგასლის ორდენის მფლობელი და მარნეულის კოლეჯის დირექტორი — ირაკლი გომელაური.

შეხვედრის მთავარი მიზანი ახალი ინიციატივის დაგეგმვაა, რომლის იდეაც სტუდენტებისთვის ისეთი ცოდნისა და უნარების მიცემაა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მათ, მათ ოჯახებსა და გარშემო მყოფ ადამიანებს გამოადგებათ.

საგანგებო სიტუაციაში სწორად მოქმედება, საკუთარი თავისა და სხვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რთულ ვითარებაში გამოსავლის პოვნა — ეს ის ცოდნაა, რომლის ფლობაც თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.

გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივების განხორციელება ჩვენი, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის ნაწილია.

დავიწყეთ მუშაობა პროექტზე, რომელიც საჭირო დროს ადამიანებს გამოადგება და ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

მეტი ფოტო: იხილეთ ლინკი

Share