სტუდენტი/მსმენელი ვალდებულია:
- დაიცვას კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა, კოლეჯის მარეგულირებელი აქტებით დადგენილი ნორმები და მოთხოვნები;
- შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
- შეასრულოს საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი მოთხოვნები;
- დაიცვას სხვა პირების უფლებები და კანონიერი ინტერესები;
- აღმოუჩინოს დახმარება კოლეჯის ტერიტორიაზე სსმ პირს;
- სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით არ გამოიყენოს პლაგიატი;
- გაუფრთხილდეს კოლეჯის ინფრასტრუქტურას;
- გადაიხადოს ხელშეკრულებით ნაკისრი გადასახადი დადგენილ ვადებში;
- კოლეჯის გარე/შიდა ტერიტორიაზე დაიცვას შინაგანაწესით და უსაფრთხოების დებულებით დადგენილი წესები;
- სასწავლო პროცესის დროს დაიცვას სიჩუმე;
- გაუფრთხილდეს კოლეჯის კუთვნილ მატერიალურ ფასეულობებს და განზრახ დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს ნივთის თვითღირებულება;
- არ გამოცხადდეს კოლეჯის ტერიტორიაზე ალკოჰოლური ან სხვა აკრძალული ნივთიერებით ზემოქმედების ქვეშ მყოფ მდგომარეობაში;
- არ შემოიტანოს კოლეჯში ალკოჰოლური სასმელები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშროების შემცველი და სხვა აკრძალული ნივთები;
- ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში გადაიხადოს რესურსის საბაზრო ფასი;
- კოლეჯის რესურსის დაზიანების შემთხვევაში გადაიხადოს რესურსის საბაზრო ფასი;
- გაეცნოს კოლეჯის შინაგანაწესს და მის უფლებამოვალეობებს;
- გაეცნოს სტუდენტის გზამკვლევს;
- გაეცნოს და დაიცვას კოლეჯში მოქმედი უსაფრთხოების წესები;
- გაეცნოს კოლეჯის მხრიდან ელექტრონული ფოსტით ან სხვა საკომუნაკციო საშუალებით მისთვის გაგზავნილ ინფორმაციას.