home მთავარი news სიახლეები
×
Dashboard

ღონისძიება „პროფესიონალთა ტრიუმფი“

7 მარტს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებული კორპორატიული ღონისძიება „პროფესიონალთა ტრიუმფი“ გაიმართა, რომელშიც ასოციაციის წევრი კოლეჯების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე, საექთნო განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდნენ კოლეჯების საექთნო მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელები.✊🏼
ღონისძიებაზე გაჟღერდა ახალი ინიციატივა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ, რაზეც ასოციაცია, საქართველოს კარიტასი, საქართველოს წითელი ჯვარი და ექთანთა ასოციაცია ინტენსიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. დამფუძნებელი ორგანიზაციების უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა, დარგობრივი უნარების ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას საჯაროდ მოაწერეს ხელი.
მეტი ფოტო იხილეთ: ლინკი

გაზიარება