home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

სტრატეგიული გეგმა - შეხვედრა

2026 წლის 10 ივნისს მარნეულის კოლეჯში გაიმართა სტრატეგიული განვითარების გეგმის სამუშაო პროექტის საბოლოო განხილვის შეხვედრა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს წარმოდგენილი უკუკავშირები და რეკომენდაციები, იმსჯელეს სტრატეგიულ მიზნებზე, ამოცანებზე, მოსალოდნელ შედეგებსა და შესრულების ვადებზე. ასევე, შეთანხმდა დოკუმენტის საბოლოო რედაქცია, რომელიც დირექტორს დასამტკიცებლად წარედგინება.
შეხვედრას უძღვებოდა მარნეულის კოლეჯის სტრატეგიული მენეჯერი - შორენა ალაგარდაშვილი, რომელმაც მონაწილეებს დეტალურად გააცნო დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები და განვითარების პრიორიტეტები.
მადლობას ვუხდით ყველა თანამშრომელს, სტუდენტსა და დაინტერესებულ პირს, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაგვიზიარეს. თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანი საფუძველია კოლეჯის წარმატებული განვითარებისათვის

ფოტოები იხილეთ: ლინკი

გაზიარება