home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

იდეათონი პროფესიულ განათლებაში

იდეათონი პროფესიული განათლების შესახებ

გაინტერესებს როგორ შეიძლება პროფესიული განათლების (VET) განვითარება საქართველოში და გაქვს ტექნოლოგიური იდეა, რომელიც შეიძლება იყოს პლატფორმა, თამაში, აპლიკაცია, ჩატბოტი ან ციფრული კამპანია?

მაშინ, დარეგისტრირდი Tech4Skill იდეათონზე და მოიპოვე მხარდაჭერა შენი იდეის განსახორციელებლად!

ორი დღიანი ინტენსიური იდეათონის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ შემდეგ გამოწვევებზე:

  • ახალგაზრდების ჩართულობა პროფესიულ განათლებაში

  • ქალების მხარდაჭერა პროფესიულ განათლებაში

  • ციფრული გადაწყვეტები პროფესიულ განათლებაში

Tech4Skill-ზე შესაძლებლობა გექნება:

  • განავითარო შენი იდეები;

  • ითანამშრომლო პროფესიონალ მენტორებთან;

  • დაესწრო ინსპირაციულ ვორქშოფებსა და სესიებს;

  • შექმნა პროტოტიპები და წარადგინო ჟიურის წინაშე;

  • და რაც მთავარია — მიიღო შესაძლებლობა, შენი იდეა აქციო რეალობად!

ვინ შეუძლია მონაწილეობის მიღება?

  • 16-30 წლის ახალგაზრდებს, რომელთაც აქვთ ტექნოლოგიური იდეა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადასაჭრელად;

  • 2-4 წევრიან გუნდებს (გუნდის ყოლა აუცილებელია);

  • სამი გამარჯვებული გუნდი გაივლის 2 თვიან მენტორობის პროგრამას და განავითარებს პროტოტიპს პროფესიონალურ დონეზე.

თარიღი: 8-9 ნოემბერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/zKYvPLpJeLqjtj5B6
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: cdcgeo@gmail.com
ტელეფონი: 593197219

გაზიარება