home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

რა არის სტუდენტის გზამკვლევი?

რა არის სტუდენტის გზამკვლევი და რატომ უნდა წაიკითხოთ ის? განსაკუთრებით კი ჩვენმა სტუდენტებმა.

სტუდენტის გზამკვლევი არის შენი პირადი „საინსტრუქციო ბარათი“ კოლეჯში სწავლისთვის, სადაც დეტალურად წერია, რა გელოდება სწავლის პროცესში, რა შესაძლებლობებს გაძლევს კოლეჯი და რა წესების დაცვაა აუცილებელი, რომ წარმატებით დაასრულო პროგრამა.

რატომ უნდა წაიკითხო სტუდენტის გზამკვლევი?

  • გაეცნობი სწავლის სტრუქტურას — რა არის თეორიული და პრაქტიკული ნაწილის წილი.

  • ზუსტად გაიგებ რას ელიან შენგან და რა უფლება/ვალდებულები გაქვს.

  • წინასწარ გეცოდინება, რამ შეიძლება შეგიქმნას პრობლემა (მაგალითად, გაცდენები).

  • არ გამოგრჩეს კოლეჯის მიერ შემოთავაზებული სერვისები და რესურსები — ბიბლიოთეკა, პრაქტიკა, ელექტრონული პლატფორმები და სხვა.

  • შეძლებ სწორად დაგეგმო შენი სწავლა და კარიერა.

  • მოემზადები გამოცდებისთვის, მობილობისთვის ან სტატუსის აღდგენისთვის.

  • თავიდან აირიდებ გაურკვევლობას და სტრესს — როცა წესები გააზრებული გაქვს, ყველაფერი ბევრად მარტივია.

მოკლედ, სტუდენტის გზამკვლევის წაკითხვა ნიშნავს სწავლის პროცესის კონტროლი საკუთარ ხელში აიღო — და არა უბრალოდ „იარო კოლეჯში“.

დოკუმენტი იხილეთ: https://shorturl.at/HuVpS

Share