მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ჩატარდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა თვითშეფასების სისტემის პილოტირების შედეგების პრეზენტაცია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო მარნეულის კოლეჯმა.
ღონისძიებაზე კოლეჯებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება, გამოვლენილი მიგნებები და ის პრაქტიკული დასკვნები, რომლებიც საჭიროა 2026 წლიდან ახალი რეგულაციების ეფექტური დანერგვისთვის.
წარმოდგენილი იყო:
• თვითშეფასებისა და თვითშეფასების ვალიდაციის ინსტრუმენტების გამოყენების შედეგები
• კოლეჯების გამოცდილება პილოტირების პროცესში
• საჭიროებები და შემდგომი ნაბიჯები რეგულაციების ამოქმედებისთვის
მონაწილე კოლეჯებმა და ასოციაციის წევრებმა ერთობლივად განიხილეს, როგორ უნდა გაგრძელდეს სისტემის გაძლიერება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
მადლობა თითოეულ კოლეჯს ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.
ასოციაცია განაგრძობს სისტემის განვითარებაზე ზრუნვას.
მეტი ფოტო: გადადით ლინკზე