home მთავარი news სიახლეები ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

სპორტული ღონისძიება 2025

ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას

ტრადიციულად, 2025 წლის 12 ნოემბერს, მარნეულის კოლეჯის ორგანიზებით, მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან“ სკვერში გაიმართა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის კოლეჯის სტუდენტები, ასევე ხოჯორნისა და ახპერის საჯარო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა სტუმრები.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო კომპანია, რომელმაც წარმოადგინა თავისი აქტივობები და ინვენტარი, ასევე დამსწრე ახალგაზრდებს შესთავაზა მრავალფეროვანი თამაშები და სპორტული აქტივობები. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ პრიზები და სერტიფიკატები.

განსაკუთრებული მადლობა მარნეულის მერიას სივრცისა და მხარდაჭერისთვის — ერთად შევძელით ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

ასევე გულწრფელი მადლობა ხოჯორისა და ახპერის საჯარო სკოლებს აქტიური მონაწილეობისთვის და ენერგიული ჩართულობისთვის.

მეტი ფოტო: გადადი ბმულზე

გაზიარება