მ.წ 16 მაისს მარნეულის კოლეჯში მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების მსმენელებს საზეიმო გარემოში გადაეცათ ტრადიციული საჩუქრები.
პროგრამების: „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა“ და „მეტყველების თერაპია“ - წარმატებით დასრულების აღსანიშნად, კურსდამთავრებულებმა მიიღეს:
x დარგობრივი სახელმძღვანელოები
საზეიმო შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მსმენელებისთვის, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პროფესიული განვითარების გზა და მიიღეს ცოდნა მომავალი საქმიანობისთვის.
ვულოცავთ თითოეულ მათგანს პროგრამის დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში! მადლობა ნდობისთვის!