ამასობაში, მარნეულის კოლეჯს პირველი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს
2025 წლის 7 ივნისს ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ მარნეულის კოლეჯსა და სომხეთის რესპუბლიკის სამედიცინო-ჰუმანიტარულ კოლეჯს"გრიგორისი" შორის.
თანამშრომლობა ითვალისწინებს საგანმანათლებლო და სხვა სახის პროექტებში მონაწილეობას, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობას, სტუდენტებისა და მასწავლებლების გაცვლით პროგრამებს და სხვა ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია სასწავლებლების გაძლიერებისა და განვითარებისაკენ.