home Главная news Новости ინტერნაციონალიზაცია
×
Dashboard

ლექცია აივ-ინფექცია,შიდსი, ტუბერკულიოზი

 მიმდინარე წლის 26 სექტემბერს მარნეულის კოლეჯში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორის - „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია "საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის" ორგანიზებით, აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საკომუნიკაციო/საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში კოლეჯის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სემინარი ჩატარდა.
 სემინარს უძღვებოდა ფონდის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ბახტურიძე, რომელმაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ტუბერკულზის გავრცელების, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თაობაზე
  აივ/შიდსის თემაზე კი პრეზენტაცია ჩაატარა ფონდის პროგრამების ხელმძღვანელმა და საზ. ჯანდაცვის მაგისტრმა - ნინო ჩხეტიანმა. 
 კამპანიის მიზანია აივ/შიდსის და ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაუმჯობესება, ნეგატიური და მცდარი შეხედულებების შეცვლა, გამოკვლევაზე მიმართვიანობის მოტივაციის გაზრდა და დამოკიდებულებისა და სტიგმის პოზიტიური ცვლილება.
კამპანია მიმდინარეობს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით.
დიდი მადლობა ბატონ გიროგისა და ქალბატონ ნინოს ასეთი საინტერესო და საჭირო ლექციისთვის
 
 

მეტი ფოტო იხილეთ: ლინკი

Share